დასახელება:
ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ალტა
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.
კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ვიდეო კამერების საშუალებით შესაბამისი სივრცეების მონიტორინგი (სასაწყობე და მიმდებარე სივრცე)
** მონიტორინგის პროცესი, როგორც "ლაივ" ისე ჩანაწერების რეჟიმში.
** საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერების ამოღება, შესაბამისი ნებართვის შემდგომ, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
** პერიოდული ვიზიტები იმ სივრცეში, რაზეც უშუალოდ ხდება დასაქმებულის მხრიდან მონიტორინგი.
** სამუშაო პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების ჩანიშვნა და დროული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
** განგაშის შემთხვევაში საჭირო პირებთან დროული უკუკავშირი.
** ობიექტიდან ნივთის მითვისების და დამაზიანებელი ქმედებების აღკვეთა/პრევენცია.
** უსაფრთხოების სისტემების დახვეწის მიზნით საჭირო რეკომენდაციებისა და რეპორტების წარმოება.
** ვიდეო კამერების მდგომარეობის (გამართულია/ხარვეზულია) დაფიქსირება და შესაბამისი გადამისამართება.
** სასაწყობე სივრცეებში მომუშავე პერსონალის შინაგანაწესის კონტროლი.
** საჭიროების შემთხვევაში მიზანმიმართული მონიტორინგის პროცესის წარმოება.
** კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ვიდეო მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** პასუხისმგებლობა;
** სერვისულობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/OsJKPL84CF
|
|
|
|