Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Transportal
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
საერთაშორისო გადამზიდი კომპანია "TRANSPORTAL" - ახორციელებს გადაზიდვებს, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებიდან (იმპორტი / ექსპორტი), მომხმარებლებს სთავაზობს სრულ ლოჯისტიკურ მომსახურებას, საბაჟო პროცედურების ჩათვლით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, არსებული მომსახურების / სერვისების შესახებ ინფორმირება/შეთავაზება
** პოტენციურ დამკვეთებთან, როგორც სატელეფონო, ასევე წერილობითი კომუნიკაცია/შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება
** დამკვეთებთან ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება, შემდგომში გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სატელეფონო გაყიდვების კუთხით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება გადაზიდვების სფეროში გამოცდილ კანდიდატებს.
** უცხო ენები: ინგლისური.
** მოლაპარაკებების წარმოების ცოდნა/გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** შედეგებზე ორიენტირებული
** მოლაპარაკებების / შეხვედრების დაგეგმვის უნარი
** პრეზენტაციის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის, კონკრეტულად კი, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი

სამუშაოს ტიპი: ჰიბრიდული
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 1, 000 ლარი + ბონუსი თითოეული გაყიდვიდან

კომპანია აუცილებლად გაუზიარებს შესაბამის ცოდნას კანდიდატს, რომელიც იქნება შერჩეული აღნიშნულ პოზიციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ბმულზე: info@transportal.ge და სათაურის ველში მიუთითეს "გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე