Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მს ბილდერი
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
შპს "მს ბილდერი" აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას

სამუშაო სპეციფიკა:

** კომპანიის პროდუქტის შესწავლა.
** კომპანიის არსებული მომხმარებლებისა და უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირებისათვის სარეალიზაციო ფართების შეთავაზება, გაცნობა და გაყიდვა.
** უკვე არსებული და პოტენციური მომხმარებლების ბაზების მართვა და განახლება.
** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია, ვიზიტის დაგეგმვა და ობიექტის გაცნობა.
** ობიექტზე მოსული ვიზიტორებისათვის მიმდინარე პროექტის დეტალების გაცნობა და ბინის შერჩევაში დახმარება.
** მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულების გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობიანი
** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** თავდაჯერებული

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ოფისიდან, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, თვეში ორი შაბათი სამუშაო დღე. საათები: 10:00-18:00 საათამდე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 800-1000 ლარი + ბონუსი.
** სამუშაო ადგილი: თბილისი გიორგი ბრწყინვალის #52 ან ვაზისუბანი დავით კვაჭანტირაძის #24.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: salomevirsaladze@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე