დასახელება:
ვადაგადაცილებული სესხების ოფიცერი
|
მომწოდებელი:
სვის კაპიტალი
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების ოფიცრის თანამდებობაზე ქ. თელავში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ვადაგადაცილებაში მყოფ კლიენტებთან:
- სატელეფონო კომუნიკაცია;
- ვიზიტების განხორციელება;
- მოლაპარაკებების წარმოება.
** ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა;
** საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პრობლემური სესხების მიმართულებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
** საქართველოს ფარგლებში მივლინებით გამგზავრების შესაძლებლობა.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (შაბათ-კვირის ჩათვლით): 10:00-18:30;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ვადაგადაცილებული სესხების ოფიცერი - თელავი".
|
|
|
|