Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=631568&print=yes&view=jobs
 
HR ასისტენტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ასისტენტი
მომწოდებელი: ჯეოსთილი
გამოქვეყნდა: 03 მაისი / ბოლო ვადა: 03 ივნისი
ქალაქ რუსთავში მდებარე საწარმო "ჯეოსთილი", რომელიც წარმოადგენს ინდუსტრიის სფეროში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას: HR ასისტენტი.

მდებარეობა: რუსთავი, დავით გარეჯის ქ. 36
განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
** პერსონალის მონაცემთა ელექტრონული ბაზების მართვა და განახლება;
** სხვადასხვა საკადრო ხასიათის დოკუმენტაციის მომზადება, შრომითი ხელშეკრულებების და ცვლილებების ადმინისტრირება;
** კომპანიის დასაქმებულთა შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** თანამშრომელთა დასწრების კონტროლი;
** პერსონალის მოძიებისა და შერჩევის პროცესების განხორციელება;
** პერსონალთან დაკავშირებული ცვლილებების მართვა და კონტროლი, ადმინისტრირების მიმართულებით სხვადასხვა სახის რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სხვა უნარები და თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@geosteel.com.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია