Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=631482&print=yes&view=jobs
 
ქეშიერი/შემოსავლების აუდიტორი - თელავი, წინანდალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქეშიერი/შემოსავლების აუდიტორი
მომწოდებელი: Tsinandali Estate Radisson Collection Hotel
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
სასტუმრო "რადისონ ქოლექშენი" - კახეთის რეგიონის მასშტაბით პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, სილქროუდ ჯგუფის მიერ 2018 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. სასტუმრო მდებარეობს ქართული კულტურული ძეგლის- წინანდლის მამულების ტერიტორიაზე. სასტუმროს გუნდი ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე, რომელშიც 200 + თანამშრომელი იღებს მონაწილეობას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქეშიერი/შემოსავლების აუდიტორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი - თელავი, წინანდალი
სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები - 8 საათიანი სამუშაო ცვლა

ძირითადი მოვალეობები:

** ნაღდი და უნაღდო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და დამუშავება
** ყოველდღიური შემოსავლის დადასტურება და შესაბამისი ფინანსური ანგარიშების მომზადება;
** Opera პროგრამაში ჩეკების და PM-ების (Paymaster Accounts) შემოწმება და კონტროლი;
** ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხების კონტროლი, გაცემული ფლოტის კონტროლი;
** ფინანსური დოკუმენტაციის შედგენა და დაარქივება (ინვოისები, ქვითრები, ანგარიშ-ფაქტურები და სხვ.);
** შემოსავლების ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** ფასდაკლების ჩეკების შემოწმება და შესაბამისი რეპორტის მომზადება.
** თანამშრომლობა აუდიტორებთან და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.
** თვის დახურვისათვის გათვალისწინებული ყველა საჭირო რეპორტის მომზადება;
** საკრედიტო ბარათებით განხორციელებული გადახდების შედარება და სისწორის მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში;
** მთავარი ბუღალტრის მიერ დაკისრებული სხვა დავალებებს შესრულება, კომპეტენციისა და პოზიციის გათვალისწინებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ფინანსური მიმართულებით
** 1 წლიანი გამოცდილება ქეშიერის ან შემოსავლების აუდიტორის პოზიციაზე (სასურველია სასტუმროს ან საცალო ვაჭრობის სექტორში);
** Excel-ის, POS სისტემებისა და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (მაგ: Opera, Micros, Fidelio, ან სხვა);

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** საცხოვრებლით უზრუნველყოფას
** კვებას
** კომპანიის ტრანსპორტით მომსახურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

შერჩევის ეტაპები:

1. CV/რეზიუმეების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tsinandali@radissoncollection.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შემოსავლების აუდიტორი".

გაცნობებთ, რომ შპს "წინანდლის მამულები " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ, ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, შპს "წინანდლის მამულებ"-მა წარდგენილი პერსონალური მონაცემები შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მათ შორის სამომავლო ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია