Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
შპს "აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განრიგი:

ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 18:00სთ.
შაბათი - კვირა - დასვენების დღეები

ფუნქცია - მოვალეობები:

** რეკრუტინგის სრული პროცესის მართვა;
** ვაკანსიების განთავსება, შემოსული აპლიკაციების გადარჩევა, გასაუბრების დაგეგმვა;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა;
** შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და პერიოდული განახლება;
** სამუშაო აღწერილობების რეგულარული გადახედვა და განახლება;
** მონაცემთა ბაზების წარმოება კლინიკის შიდა პროგრამაში, მათი პერიოდული განახლება;
** ბრძანებების (საკადრო, საშვებულებო, საორგანიზაციო) მომზადება;
** სამსახურებრივი ცნობების/სარეკომენდაციო წერილების მომზადება.
** თანამშრომელთა დოკუმენტაციის დაარქივება, აღრიცხვა, პერიოდული განახლება;
** სამუშაო დროის (ტაბელის) აღრიცხვის ადმინისტრირება და ჯანდაცვის მიერ მოწოდებული მინმალური საათობრივი ანაზღაურების სისტემაში სრული ინფორმაციის შეყვანა განსაზღვრულ დროში;
** ჯანდაცვის მიერ მოწოდებული იმიგრაციის ანგარიშგების სისტემაში ინფორმაციის დროული ასახვა ცენტრში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ;
** დროული რეაგირება თანამშრომელთა საჭიროებებზე და შეკითხვებზე;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება;

აუცილებელი მოთხოვნა:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის, ჯანდაცვის მენეჯმენტის ან იურიდიული მიმართულებით)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სამედიცინო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@gudushauri.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება HR მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე