Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი - ლურჯი ოკეანე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი - ლურჯი ოკეანე
მომწოდებელი: გამომცემლობა პალიტრა L
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"პალიტრა ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია გამომცემლობა "პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას "ლურჯი ოკეანის" პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

"ლურჯი ოკეანის" არსებობის მიზანი ქვეყანაში ბიზნესგანათლების ხელშეწყობაა.

ჩვენი გუნდი ამაყობს მსოფლიო დონის 80-ზე მეტი ავტორის 120-ზე მეტი წიგნის პირველი ქართულენოვანი გამოცემით, მკითხველთან დაკავშირებული ემოციებითა და მათგან მიღებული დადებითი უკუკავშირით.

"ლურჯი ოკეანის" გუნდში პროექტის მენეჯერს ვეძებთ. ეს პოზიცია შენთვისაა, თუ

** კითხულობ/გიყვარს ბიზნესლიტერატურა, იცნობ ჩვენს გამოცემებს, თვალს ადევნებ ბიზნესმიმართულებით წამყვან უცხოელ ავტორებს და საქართველოში ბიზნესგანათლების განვითარებაში შენი წვლილის შეტანა გინდა;
** შეგიძლია წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, რამდენიმე მნიშვნელოვან ამოცანაზე ერთდროულად მუშაობა;
** გაქვს კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარი;
** სრულყოფილად ფლობ ინგლისურ ენას და იცნობ პროექტის მენეჯმენტის საფუძვლებს;
** გაქვს პროექტის/პროგრამის მართვის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება.

საქმიანობის აღწერა:

** საგამომცემლო პროცესის მართვა - მთარგმნელებთან, რედაქტორთან და სარედაქციო ჯგუფთან კომუნიკაცია, ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** სარედაქციო პროცესში ჩართული პირებისთვის/პარტნიორებისთვის შესაბამისი კონტრაქტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ჰოლდინგის იურიდიული დეპარტამენტის ჩართულობით;
** წიგნის პრეზენტაციების, პანელური დისკუსიების, თემატური ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება (საჭიროების შემთხვევაში, მარკეტინგის გუნდის ჩართულობის უზრუნველყოფა);
** სოც.მედია კომუნიკაციის დაგეგმვა და შესრულება (Facebook, Instagram, LinkdIn); Instagram გვერდის / YouTube არხის განვითარება;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საკითხების შეთანხმება კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან;
** ფინანსური დეპარტამენტისათვის ამოცანების დასმა და შესაბამისი ანგარიშების ანალიტიკა;
** კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესების შემთხვევაში 15 მაისამდე, მეილზე - vacancy@palitra.ge გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე, სამი წიგნი, რომელსაც ჩვენთან მუშაობის შემთხვევაში გამოსცემდი და მაქსიმუმ 200 სიტყვიანი პასუხი კითხვაზე - რა როლს ასრულებს ბიზნესლიტერატურა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში?

სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:30 - 18:30სთ;
ადგილმდებარეობა: პალიტრა მედია, თ. იოსებიძის ქუჩა #49.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე