დასახელება:
რენტგენის ტექნიკოსი - დღის რეზერვი
|
მომწოდებელი:
კავკასიის მედიცინის ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 01 ივნისი
|
"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.
"კავკასიის მედიცინის ცენტრში", ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: რენტგენის ტექნიკოსის (დღის
რეზერვი) პოზიციაზე.
გრაფიკი: კონსულტანტი ინდ. სთ დატვირთვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლების მე-5, მე-6 კურსის სტუდენტი ან სპეციალიზებული განათლება;
** აუცილებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ზოგად საკითხებში საშუალო მედპერონალისთვის მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის სწორი დიაგნოსტირების მიზნით, რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარებისთვის ყველა საჭირო პროცედურის შესაბამისი გაიდლაინებითა და პროტოკოლებით ჩატარება;
** ექიმი რადიოლოგისთვის მიღებული შედეგის მიწოდება საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად;
** ექიმი რადიოლოგთან შესაბამისი კონსულტაციების გავლა პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
** რადიოლოგიური სტანდარტების დაცვა;
** რენტგენის (X-ray) სხივების კორექტული, მიზნობრივი შერჩევა;
** პაციენტის დაცვა არასასურველი დასხივებისაგან (მხოლოდ გამოსაკვლევი ობიექტის დასხივება);
** რენტგენოლოგიური კვლევის წარმოება, შედეგის დამუშავება;
** ექიმი რადიოლოგისთვის მიღებული შედეგის მიწოდება საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად;
** პაციენტის პირადი მონაცემების შეყვანა ელექტრონულ პროგრამაში;
ანაზღაურება: (საათობრივი); საათში 6 ლარი + ხელფასი ნოზოლოგიიდან;
ვეძებთ ადამიანს, ვისაც:
** აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
** აქვს შედეგზე ორიენტირი;
ჩვენი მხრიდან გპირდებით:
განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს.
დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: careers@cmchospital.ge. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|