Робота для біженців з України
საწყობის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი ბათუმი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიის "ტოიოტა ცენტრი ბათუმის" გუნდში საწყობის სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** საწყობის მართვა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
** საწყობის ოპერაციული ეფექტურობის უზრუნველყოფა;
** საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება;
** საჭირო ნაწილების/აქსესუარების შეუფერხებლად გაცემისა და ზუსტი აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** შესაბამის პროგრამაში (SAP) აღრიცხვიანობის განხორციელება:
** შესაბამისი დოკუმენტების წარმოება;
** საწყობის ინვენტარიზაციის/აღწერის უზრუნველყოფა;
** საწყობში არსებული მარაგების და ნაშთების კონტროლი.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ამავე ან მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია SAP-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;

მაშინ,
ჩვენ შენ გეძებთ.

ტოიოტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის შესავსებად მიჰყევით ბმულს: საწყობის სპეციალისტი

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე