დასახელება:
ლოგისტიკის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ელიავა ბიოპრეპარატები
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 01 ივნისი
|
ფარმაცევტული კომპანია "ელიავა ბიოპრეპარატები" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
ვაკანსიის ხანგრძლივობა: 1 მაისი 2025 - 1 ივნისი 2025
ქართული ბიო-ფარმაცევტული კომპანია "ელიავა ბიოპრეპარატები", მსოფლიოში ცნობილი "ელიავა კონსორციუმში" შემავალი კომპანიაა, რომელიც საქართველოში "ბაქტერიოფაგის" სახელით არის ცნობილი. ბაქტერიოფაგულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებით, ელიავა ბიოპრეპარატები იკვლევს, ავითარებს და აწარმოებს მაღალეფექტურ ფაგურ პრეპარატებს, გამოყენების ფართო სპექტრით.
კომპანია დაფუძნებულია, ბაქტერიოფაგების კვლევაში მსოფლიო ლიდერი სამეცნიერო ცენტრის, ელიავას ინსტიტუტის ბაზაზე და იყენებს ინსტიტუტში 1923 წლიდან არსებულ უწყვეტ ცოდნასა და გამოცდილებას.
სამუშაო პირობები:
** მდებარეობა: თბილისი, გოთუას #3
** სამუშაო გრაფიკი: 9:30-18:00, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: 1800 ლარი (ნეტო)
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში პროდუქციის, ნედლეულისა და მასალების მართვა;
** პროდუქციის მიღება, აღწერა და განთავსება საწყობში;
** პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** სასაწყობე პროგრამაში მუშაობა;
** პროდუქციის გაცემა საწყობიდან შესაბამისი მოთხოვნის უწყისების საფუძველზე;
** სასაქონლო ზედნადების მიხედვით შეკვეთის დაკომპლექტება და მიწოდება მომხმარებლისათვის;
** ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე;
** საწყობში მდებარე ტექნიკისა და მოწყობილობების მონიტორინგი, მოვლა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილის უსაფრთხო, პროფესიულ დონეზე მართვა და კომპანიის საჭიროების უზრუნველყოფა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მხარის კონტროლი;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა და საჭირო პრევენციული და სარემონტო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელი პირებისთვის;
** კომუნიკაცია საწარმოო გუნდის წევრებთან პროცესების დაგეგმვის მიზნით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება - საშუალო. (უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** ქალაქისა და მისი შემოგარენის მასშტაბით ნავიგაციის კარგი უნარი;
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზო უნარები;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დისციპლინირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
შემოთავაზებული პირობები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მეგობრული და მაღალპროფესიონალური სამუშაო გარემო;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: joinus@phage.ge
წერილის სათაურში (subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ლოგისტიკის სპეციალისტი"
|
|
|
|