Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=630917&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: Tiffany Bar & Terrace
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი ტიფანი ბარი გაიხსნა, ხოლო 2017 წლის თებერვალში ტიფანი ტერასა.

"რივერ საიდი" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. მათ შორის Travelers` Choice Awards 2015, 2016, 2017, 2018, 2020, 2021, 2023 ცნობილი ამერიკული კომპანია Tripadvisor inc-სგან. აღსანიშნავია ასევე სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

"Tiffany Bar and Terrace" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, მარჯვენა სანაპიროსა და ბროსეს ქუჩის კუთხე (მშრალ ხიდთან)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქართული ტრადიციული და თანამედროვე კერძების მომზადება;
** წინასწარ განსაზღვრულ მენიუში არსებული კერძების მომზადება.

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სასურველია მზარეულად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ქართული სამზარეულოს სპეციფიკის ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა
** შეკვეთებზე სწრაფად რეაგირება და ხარისხიანად შესრულება.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: დღის 12:00-დან 23.00-მდე, კვირაში 5-6 სამუშაო დღე;
** ხელფასი: 65 ლარი 1 მორიგეობაში (ხელზე);
** კვებას უზრუნველყოფს სამსახური და საღამოთი სახლამდე ტრანსპორტირებას.

ჩვენთან გუნდში შეიძენთ საუკეთესო გამოცდილებას და მშვენიერ შესაძლებლობებს კარიერული ზრდისთვის!

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად ელფოსტის მისამართზე: hr@riverside.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია