Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 11 მაისი
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი / დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან, კვარტალში ერთი DayOff-ის შესაძლებლობას;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე; (გამოსაცდელი ვადის შემდგომ)

სამშენებლო კომპანია "ადლი"-ში ვეძებთ გუნდის წევრს ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბიზნეს და ფინანსური მონაცემების ანალიზი და შესაბამისი ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** ანალიზის საფუძველზე ფინანსური მოდელების შექმნა კომერციული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში ჩართულობა;
** პროექტების მომგებიანობის ანალიზი;
** პროექტების ჭრილში, ინვენტარიზაციის პროცესის ზედამხედველობა ფინანსური ანალიზის კუთხით;
** აუდიტის პროცესში აუდიტებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება და პროცესში აქტიურად ჩართულობა;
** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ფინანსური ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი, სასურველია ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ფინანსური ანალიტიკოსი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 11 მაისი, 2025 წ.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.adli.ge/ka

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია " ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე