Робота для біженців з України
სერვისის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: NQ Hospitality Management Group
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"NQ Hospitality Management Group" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

"NQ Hospitality Management Group" ახორციელებს სასტუმროების, რესტორნების და სხვა სტუმარ-მასპინძლობის ობიექტების მენეჯმენტს.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, თენგიზ აბულაძის #4, ანბანის კოშკი
სამუშაო გრაფიკი: სრული

სერვისის მენეჯერის მოვალეობაში შედის რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების ზედამხედველობა, გუნდის მართვა, უმაღლესი დონის მომსახურების უზრუნველყოფა და გაყიდვების ხელშეწყობა.

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის პერსონალის (მიმტანები, ბარმენები, ჰოსთესები) მართვა და მათი სამუშაოს მონიტორინგი
** ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა
** მომხმარებელთა უმაღლესი დონის მომსახურების სტანდარტების დაცვა და გაუმჯობესება
** სტუმრების უკმაყოფილების მყისიერი გადაჭრა და შესაბამისი რეაგირება
** ჰიგიენის, უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების კონტროლი
** შეკვეთებისა და მარაგების კონტროლი
** გუნდის განვითარებაზე ზრუნვა, ტრენინგების ჩატარებაში მხარდაჭერა და თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება
** ყოველდღიური ანგარიშების მომზადება გაყიდვებზე, სტუმრების კმაყოფილებაზე და პერსონალის მუშაობაზე
** მენიუს ცოდნა და გუნდისთვის ამ ცოდნის გადაცემა
** გაყიდვების ზრდისთვის ინიციატივების შემუშავება და განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სასტუმროებისა და/ან რესტორნების სფეროში მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება
** გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის და ლიდერობის უნარი
** პრობლემის სწრაფად ამოცნობისა და გადაჭრის უნარი
** კლიენტზე ორიენტირებული აზროვნება
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (POS სისტემები, MS Office)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, სხვა უცხო ენები სასურველია

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ
ელ.ფოსტაზე: hr@nqhospitality.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე