დასახელება:
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში დასაქმებული პირი
|
მომწოდებელი:
დევნილთა, შრომის, ჯანმრთ. და სოც. დაცვის სამინისტრო
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო" აცხადებს კონკურსს იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის პოზიციის დასაკავებლად (N92226 გამარტივებული კონკურსი)
შრომის ანაზღაურება: 3100 ლარი
მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი (იურისტი)
** სამუშაო გამოცდილება - იურისტად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, სასურველია სასამართლოში წარმომადგენლობის/სასამართლოში მუშაობის ან/და ნორმატიული აქტის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო აღწერილობა მოიცავს:
** კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მიერ მოსამზადებელი სამართლებრივი აქტის პროექტების (დადგენილებები, ბრძანებები, კანონის პროექტები) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება/ სამართლებრივი ექსპერტიზა და ანალიზი;
** კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის და რეკომენდაციების გაცემა სამინისტროს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ სამართლებრივ საკითხებზე;
** საჭიროებისამებრ, სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს ყველა სასამართლოში;
** სამინისტროს მიერ გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება;
** სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
განაცხადები მიიღება 2025 წლის 8 მაისის ჩათვლით საქართველოს მთავრობის მიერ ადმინისტრირებად ვებგვერდზე - https://www.hr.gov.ge/
იხ. ბმული: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/92226?active=1
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|