დასახელება:
განვადების ოფიცერი
|
მომწოდებელი:
კრისტალი
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 13 მაისი
|
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას განვადების ოფიცრის პოზიციაზე.
** სამუშაო ადგილი: თელავი, ახმეტა, ლაგოდეხი
** განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** პოტენციური კლიენტებისათვის პირობების გაცნობა;
** კომპანიის ცნობადობის გაზრდა.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა);
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** საშუალო ან პროფესიული განათლება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** მიზანდასახული და ენერგიული;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 13 მაისის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
|
|
|
|