Робота для біженців з України
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: დევნილთა, შრომის, ჯანმრთ. და სოც. დაცვის სამინისტრო
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 04 მაისი
"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო" აცხადებს კონკურსს იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად (N92207 ღია კონკურსი)

მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი (იურისტი)
სამუშაო გამოცდილება - იურისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის, მათ შორის, სასამართლოში წარმომადგენლობის ან სასამართლოში მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება;

სამუშაო აღწერილობა მოიცავს:

** სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს ყველა სასამართლოში;
** სამინისტროს მიერ გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მომზადებაში მონაწილეობა, სამართლებრივი ექსპერტიზა, დავის შემთხვევაში პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის და განმარტების მიცემა სამინისტროს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ სამართლებრივ საკითხებზე;
** სამინისტროს მიერ გასაფორმებელი სხვა ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (დადგენილებები, ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება/ექსპერტიზა;
** სხვა პროფილური დავალებების შესრულება.

თანამდებობრივი სარგო: 3358 ლარი

განაცხადები მიიღება 2025 წლის 4 მაისის ჩათვლით საქართველოს მთავრობის მიერ ადმინისტრირებად ვებგვერდზე - https://hr.gov.ge/

იხ. ბმული: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/92207?active=1

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე