დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
სივრცენი
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 05 მაისი
|
საგანმანათლებლო საკონსულტაციო ცენტრი "სივრცენი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6
სამუშაო დღეები: კვირაში 3-4 დღე
ხელფასი: 800-დან 1000 ლარამდე
პოზიციის აღწერა:
პოზიცია მოიცავს სხვადასხვა ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ დავალებებს, რაც გულისხმობს მშობლებთან კომუნიკაციას, დღის რეჟიმის დაგეგმვას, დოკუმენტაციის შევსებას და ოფისის ყოველდღიურ საქმიანობას.
მოვალეობები:
** მშობლებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** თერაპევტების დღის რეჟიმის დაგეგმვა და კოორდინაცია;
** ვაუჩერების შევსება და დოკუმენტაციის მართვა;
** ოფისის სხვა ადმინისტრაციული და საოფისე დავალებების შესრულება;
** საკონსულტაციო შეხვედრებისთვის გარემოს და პირობების უზრუნველყოფა;
** მუშაობა მენეჯმენტთან და საჭიროების შემთხვევაში სხვა ოპერაციული ფუნქციების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ პოზიციაზე;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Google Workspace) ცოდნა;
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა უპირატესობა იქნება.
ჩვენი მხრიდან დაგხვდებათ:
** მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
** გუნდური გარემო და მხარდაჭერა
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: Inspace227@gmail.com
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 05.05.2025
|
|
|
|