დასახელება:
ექთნის დამხმარე
|
მომწოდებელი:
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
შპს "ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა" აცხადებს ვაკანსიას ექთნის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, წინანდლის ქ.9-6
სასურველია:
ქირურგიულ განყოფილებაში ან საოპერაციო ბლოკში მუშაობის გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტთა მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
** კლინიკაში არსებული სადეზინფექციო ხსნარების-დამზადება/გამოყენება;
** სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია;
** სამედიცინო იარაღების/ინვენტარის გამოყენება, რეცხვა, დეზინფექცია და სტერილიზაცია
** ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
** ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
** პაციენტთა ჰიგიენაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: qbantsuri@gmail.com
|
|
|
|