Робота для біженців з України
პროდუქციის შემმოწმებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქციის შემმოწმებელი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
"MS holding"-ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედნი, ჩვენი გუნდის წევრები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად

"MS holding" გეძებს შენ პროდუქციის შემმოწმებლის პოზიციაზე

რისი გაკეთება მოგიწევს?

** საწყობიდან პარტნიორ ქსელებში გასაცემი საქონლის შემოწმება სასაქონლო ზედნადების მიხედვით;
** პარტნიორი ქსელებიდან დაბრუნებული საქონლის შემოწმება სასაქონლო ზედნადების მიხედვით
** დაზიანებული საქონლის იდენტიფიცირებისა და ძირითადი შეკვეთებისაგან გამოყოფის უზრუნველყო;
** სამუშაოს შესრულების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია Apex-ში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული მუშაობის უნარი;
** პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ლილოს დასახლება, ჭირნახულის ქუჩა #4;
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 საათი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge. გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე