Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: GM Pharmaceuticals
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.

GM Pharmaceuticals -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.

GM Pharma აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N52.
განაკვეთი: სრული. (ორშაბათი-პარასკევი 09:00 საათიდან 18:00-მდე)

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, სოციალურ მეცნიერების ან მომიჯნავე სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების, B2 დონეზე ცოდნა (სასურველია შესაბამისი დონის სერტიფიკატი);
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე, უპირატესობა მიენიჭება მსგავსი საქმიანობის კომპანიაში სამუშაო გამოცდილებას;
** საქმისწარმოების და კანცელარიის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენეჯმენტისთვის სამუშაო ვიზიტების, მივლინებების, ბიზნეს შეხვედრების ორგანიზება, მათ შორის სავიზო პროცედურების, სასტუმროში განთავსებისა და ბიზნეს ლანჩების ორგანიზების უზრუნველყოფა;
** ოფისის გარე შეხვედრების, კონფერენციების დაგეგმვა და კოორდინირება;
** კომპანიის სტუმრების, მოწვეული დელეგაციების დახვედრა და ბიზნეს შეხვედრების ორგანიზება;
** კომპანიაში შემოსული და გამავალი ზარების, ელექტრონული ფოსტის მონიტორინგი, მათ შორის შემოსული რეკლამაციების გადამისამართება შესაბამის განყოფილებასთან;
** საქმიანი კორესპონდენციისა და პრეზენტაციების მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
** კომპანიის შიდა, შემოსული და გასული კორესპონდენციიის წარმოება, მათი აღრიცხვა/კონტროლი და უსაფრთხო დაცვის უზრუნველყოფა საქართველოში მოქმედი საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად;
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია ადმინისტრაციული საჭიროებებთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა ბიზნეს პროცესების ადმინისტრაციული მხარდაჭერა, მათ შორის საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა;
** საოფისე საკანცელარიო მასალის მარაგების მონიტორინგი, დამხმარე სამეურნეო ინვენტარის შესყიდვების პროცესების კოორდინაცია და კონტროლი;
** საოფისე მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა;
** ახალი პერსონალის უზრუნველყოფა საჭირო საოფისე და საკანცელარიო ინვენტარით;
** მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა, ღონისძიებების დაგეგმარების მიმართულებით;
** კომპანიის გენერალური და აღმასრულებელი დირექტორების მითითებების შესრულება და საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ანგარიშების მომზადება.

თუ ხარ:

** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** თვლი, რომ გაქვს უნარი სწორად მართო დრო
** შეგიძლია გუნდური მუშაობა
** გიყვარს კომუნიკაცია და განიჭებს სიამოვნებას ადამიანებთან ურთიერთობა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 20 მაისისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე