დასახელება:
დანადგარების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
მაქსიმა
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://maxima.ge/
კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას დანადგარების ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
ლოკაცია: ხელვაჩაური, ფრიდონ ხალვაშის ქ. N42;
ანაზღაურება: გამომუშავებით (1500-2500 ლარი)
ჩვენი ბენეფიტი:
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** საავეჯე მასალის დასახერხ და დასაწიბოებელ დაზგაზე მუშაობა;
** დამუშავებული მასალის ხარისხის კონტროლი;
** დანადგარის მოვლა-პატრონობა;
** დამუშავებული შეკვეთების აღრიცხვა;
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
** მოხერხებული და ხარისხზე ორიენტირებული;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლიანი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "დანადგარების ოპერატორი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|