დასახელება:
რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
მიკროდერმა
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
კლინიკა "მიკროდერმა" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარიდან
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების მიღება, დარეგისტრირება, მიმართულების მიცემა;
** კლინიკაში შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი და რეგისტრაცია;
** პაციენტების რიგითობის კონტროლი;
** შიდა კორესპონდენციის მიღება და გადაცემა შესაბამის ადრესატამდე;
** ფულადი ნიშნების მკაცრ კონტროლზე აყვანა. ფასიანი ქაღალდების, სალარო აპარატის, პაციენტის ისტორიის გამართული და ზუსტი მუშაობის ორგანიზება;
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სწრაფად ბეჭდვის უნარი;
** ინგლისური - გამართული, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** თავაზიანი;
** სერვისზე ორიენტირებული;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური;
** განვითარებაზე ორიენტირებული.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 28 მაისი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@microderma.ge და მიუთითეთ ელ. ფოსტის სათაურის ველში პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.
მისამართი: ვაკე, შროშის ქუჩა 4
ტელ: 0322 18 53 53
ვებ-გვერდი: https://www.microderma.ge/
შპს "მიკროდერმა"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|