Робота для біженців з України
ექიმი დერმატო-ვენეროლოგის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი დერმატო-ვენეროლოგის ასისტენტი
მომწოდებელი: მიკროდერმა
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
კლინიკა "მიკროდერმა" აცხადებს ვაკანსიას ექიმი დერმატო-ვენეროლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 800 ლარიდან

ძირითადი მოვალეობები:

** ექიმი დერმატოლოგის დახმარება კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევაში, როგორც ამბულატორიულ პაციენტებთან;
** პაციენტების დახმარება ექიმის მითითებების შესაბამისად;
** ელექტრონული ჩანაწერების წარმოება და პროგრამული მუშაობა;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** რეზიდენტი - დერმატო-ვენეროლოგიაში;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სწრაფად ბეჭდვის უნარი;
** ინგლისური - გამართული, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** თავაზიანი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 28 მაისი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@microderma.ge და მიუთითეთ ელ. ფოსტის სათაურის ველში პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

მისამართი: ვაკე, შროშის ქუჩა 4
ტელ: 0322 18 53 53
ვებ-გვერდი: https://www.microderma.ge/

შპს "მიკროდერმა"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე