Робота для біженців з України
სამედიცინო ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო ინჟინერი
მომწოდებელი: კლინიკა ჰელსიკორი
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევით კლინიკას ჰელსიკორი" ესაჭიროება სამედიცინო ინჟინერი თბილისში.

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ანაზღაურება: 1500 ლარი თვეში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** პასუხისმგებელია კლინიკაში არსებული სამედიცინო ტექნიკის გამართულობაზე და სრულფასოვნად ფუნქციონირებაზე;
** კლინიკის მოთხოვნის შესაბამისად შესყიდვების დაგეგმვა, სხვადასხვა სახის საჭირო რესურსების მომარაგება;
** ნებისმიერი დანადგარის (და/ან საქონლის) საუკეთესო მდგომარეობაში შეძენა, შენარჩუნება;
** მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ტექნიკის უმოკლეს დროში შეკეთება;
** კლინიკაში არსებული ტექნიკის აღრიცხვა, მეთვალყურეობა

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება სამედიცინო სექტორში;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისმოყვარე, გუნდური მუშაობის უნარით, მოტივირებული და ორგანიზებული

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით 2025 წლის 14 მაისამდე შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე