Робота для біженців з України
სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი/პრარაბი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი/პრარაბი
მომწოდებელი: ამპერ პროჯექტს
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
სამშენებლო კომპანია შპს "ამპერ პროჯექტს" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 3000 ლარიდან შეთანხმებით კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი - არქიტექტურა/მშენებელ-ინჟინერი
** სამუშაო გამოცდილება მშენებლობის მიმართულებით, მშენებლობის მენეჯმენტში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** სამშენებლო სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების ცოდნა
** ენები: ქართული - ძალიან კარგი; ინგლისურის და რუსულის საბაზისო ცოდნა სასურველია.

სამუშაოს აღწერა:

** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება
** ბრიგადებთან კომუნიკაცია და მართვა
** პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარება და მათში მონაწილეობის მიღება
** სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დეფექტური აქტებისა და ფორმა 2-ის წარმოება
** საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე
** კომუნიკაცია არქიტექტორთან და კონსტრუქტორთან
** საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობაზე მისულ კლიენტებთან კომუნიკაცია და დირექტორის ჩართვა პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში
** შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი
** კომპანიაში დანერგილი საინფორმაციო სისტემების გამოყენება
** ობიექტებზე მარაგების აღრიცხვა და ყოველი სამშენებლო ეტაპის დასრულების შემდეგ ინვენტარიზაციის ჩატარება
** დირექტორთან და მთავარ ინჟინერთან ერთად პროექტის დაგეგმვა და შემდგომ მართვა
** განათლება: უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით
** გამოცდილება: უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში
** სხვა მოთხოვნები: სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** ანალიტიკური აზროვნება
** დავალების სწრაფად და ხარისხიანად შესრულება
** მოლაპარაკებების წარმართის უნარი
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: ampereprojects1@gmail.com მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება. დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებით cv მითითებულ ნომერზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე