Робота для біженців з України
ქიმიკოს-ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქიმიკოს-ლაბორანტი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ქიმიკოს-ლაბორანტის თანამდებობაზე რძის პროდუქტების საწარმოში, ფონიჭალაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ახორციელებს ნიმუშების აღებას, ამზადებს ნიმუშებს რძეზე და რძის პროდუქტებზე კვლევის საწარმოებლად
** ახორციელებს რძის და რძის პროდუქტების ხარისხის ფიზიკო-ქიმიურ ანალიზს დადგენილი კვლევის მეთოდებისა და ტექნოლოგიურ პროცესებზე არსებული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.
** ატყობინებს ხარისხის მართვის მენეჯერს საკონტროლო მაჩვენებლების ნებისმიერ გადახრაზე.
** ახორციელებს აღჭურვილობის გასარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების კონცენტრაციის კონტროლს.
** უზრუნველყოფს ლაბორატორიის ჭურჭლის რეცხვას კვლევების ჩატარების შემდგომ და ამზადებს მას მომდევნო სამუშაოსთვის.
** აწარმოებს დეტალურ ლაბორატორიული ჟურნალს და სხვა დოკუმენტებს რძეზე და რძის პროდუქტებზე.

კანდიდატის პროფილი:

** პროფესიული/უმაღლესი განათლება ქიმიის ან სასურსათო ტექნოლოგიის მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება ლაბორატორიულ საქმიანობაში, სასურველია საწარმოში
** სურსათის უვნებლობის AIB, GMP, HACCP, ISO 22 000 FSSC სტანდარტების საბაზისო ცოდნა
** სასურველია უცხო ენების - რუსულის ან ინგლისურის ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირების უნარი
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი
** 12-საათიანი ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა (დღისა და ღამის ცვლები)

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერა
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა
** სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი დღისა და ღამის ცვლები
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
** კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე