Робота для біженців з України
სხვადასხვა - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: მედცენტრი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პაციენტთა უფლებების დაცვისა და კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. N118

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** აუცილებელია ფსიქოლოგიის მიმართულებით დიპლომი ან/და გადამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;

უფლება-მოვალეობები: პაციენტებთან კომუნიკაცია, მათგან შემოსული საჩივრების განხილვა და შესაბიმისი შემდგომი რეაგირება.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

------------------------------------------------

შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. N118

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Power Point, Exel, Internet).

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტურად კომუნიკაციის უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი; წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი,
** ქართულ ენაზე გამართული წერილობითი კომუნიკაციის წარმართვის უნარი;
** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებული;
** შედეგზე ორიენტირებული;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** წლიური მარკეტინგული აქტივობების გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნებისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება/დაგეგმვა/ბიუჯეტირება/განხორციელება;
** კომპანიის ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების სტრუქტურის და შინაარსის მართვა;
** კომპანიის მომსახურების ზრდაზე ზრუნვა.
** ბაზრის, კატეგორიის, ბრენდის, კონკურენტების, მომხმარებლის კვლევა/ანალიზი;
** გარე რეკლამის, სატელევიზიო/რადიო ეთერის, ბეჭდური მედიის და სხვა არხების/ადგილების შერჩევა, კონტენტისა და ვიზუალების შექმნა/განახლება, მუდმივი მონიტორინგი.
** ღონისძიებების ორგანიზება ან თანაორგანიზება
** მარკეტინგის გუნდის მართვა, ხელმძღვანელობა და მოტივირება მათი მიზნების მისაღწევად;
** კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოებასთან;
** ბროშურებისა და სხვა მარკეტინგული ინსტრუმენტების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება;
** კომპანიის სხვადასხვა რგოლთან ეფექტური კომუნიკაცია;
** პერიოდულობით რეპორტინგის წარმოება, ანალიტიკა და ხელმძღვანელთან წარდგენა;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 09:00-18:00

------------------------------------------------

შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. 118

ძირითადი მოვალეობები:

** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა და დასუფთავება;
** ჰოსპიტლის მიერ შემუშავებული პროცედურების და პროტოკოლების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება.

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 593 317 961

------------------------------------------------

შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სასტერილიზაციოს ექთნის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. 118

ძირითადი მოვალეობები:

** ქირურგიული იარაღებისა და მასალის წინასასტერილიზაციო მომზადება;
** სასტერილიზაციოში მუშაობის წესების სწორად შესრულება კლინიკაში დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად;
** სახარჯი მასალების მომზადება ოპერაციისათვის;
** დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესის წარმოება სტანდარტების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: qristizosidze1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25/05/2025

გაცნობებთ, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე