Робота для біженців з України
საუზმის შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საუზმის შეფი
მომწოდებელი: Ramada by Wyndham Tbilisi Old City
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუ ჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.

"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასააა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას საუზმის შეფის პოზიციაზე.

პირობები:

** გრაფიკი: 5/2 - 8 საათიანი გრაფიკი.
** კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** უხელმძღვანელოს საუზმის მზარეულებს და მოახდინოს მათზე დავალებების დელეგირება;
** მოამზადოს საუზმე, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
** დაახარისხოს და შეინახოს საკვები და შეამოწმოს სტანდარტის შესაბამისად;
** შეამოწმოს თითოეული კერძის ხარისხი, პორციის რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე;
** დაიცვას ჰიგიენის სტანდარტები.

საჭირო უნარები: კანდიდატი უნდა იყოს ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული, მოტივირებული და პუნქტუალური.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 597 919313, ან გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: Chef@ramadatbilisioldcity.com.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე