Робота для біженців з України
შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: რესტორანი ეთნოგრაფი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
რესტორანი "ეთნოგრაფი" ის ადგილია, სადაც ტრადიციული ქართული სამზარეულო, ავთენტური გემოები და ჩვენებური სტუმარმასპინძლობა ერთად იყრის თავს თითოეული სტუმრის ღირსეულად გამასპინძლებისთვის.

რესტორანი "ეთნოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 105
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ

პიროვნული მახასიათებლები:

** ოპერატიული რეაგირების უნარი
** პუნქტუალური
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი
** დეტალებზე ორიენტირებული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** განათლება: საშუალო ან უმაღლესი

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: hr@ethnographer.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 553 932

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე