დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ბბ ლიზინგი
|
გამოქვეყნდა: 25 აპრილი
/ ბოლო ვადა: 09 მაისი
|
"ბბ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში საოპერაციო (ანაზღაურებები, საექსპლუატაციო, სამეურნეო, საკანცელარიო და ლიზინგთან დაკავშირებული სხვა) ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა;
** ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
** კონტრაგენტებთან ანგარიშსწორება და საბუთების (ხელშეკრულება, ინვოისი, ზედნადები, ფაქტურა) სისწორის შემოწმება;
** განყოფილების სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება, დახარისხება, დაარქივება და შენახვა;
** საგადასახადო დეკლარაციების შესავსებად საჭირო ინფორმაციისა და გაანგარიშებების მომზადებაში მონაწილეობა;
** შიდა კონტროლის სისტემის მუშაობის პროცესში მონაწილეობა;
** საგადასახადო კანონმდებლობისა და მეთოდოლოგიური სიახლების რეგულარული გაცნობა;
** ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საფინანსო სფეროში);
** სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს საგადასახადო კოდექსის სრული კურსი - ტრენინგი;
** Microsoft Office - ის პროგრამების ცოდნა.
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 9 მაისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|