Робота для біженців з України
მშობლებთან კომუნიკაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშობლებთან კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
მწვანე სკოლის ტყის კამპუსი აცხადებს კანდიდატების შერჩევას მშობლებთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** მოსწავლეთა მიღების სრული ციკლის მართვა
** მიღებისთვის სარეგისტრაციო ბმულის მომზადება,
** რეგისტრირებულთა ინფორმაციის დამუშავება,
** პოტენციურ მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა,
** მოსწავლის მზაობის შესაფასებელი შეხვედრის ორგანიზება,
** სახელშეკრულებო ურთიერთობის გაფორმება.
** მოსწავლის პირადი საქმის მოწესრიგება, რეგისტრაცია სკოლის და სახელმწიფო ბაზებში.
** სკოლის საინფორმაციო მეილის მართვა
** სკოლაში შემოსული ზარების მართვა.
** სასკოლო ღონისძიებებში ჩართულობა.
** ტექნიკური დახმარებას სკოლის სისტემებთან და ბაზებთან მუშაობა.
** საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
** სოციალური ქსელების მართვის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა, გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: hr@greenschool.edu.ge და წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მშობლებთან კომუნიკაციის მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე