Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=629163&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 31 მაისი
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "არსენალი რეზიდენსი", "რუმიქს დეველოპმენტი" და სხვა.) გუნდში ეძებს მარკეტინგული პროექტების მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობებია:

** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის პორტფელში არსებული ბრენდების განვითარების მიზნით;
** სხვადასხვა დეველოპერული პროექტისთვის სოც.მედია კონტენტის ბრიფების მომზადება;
** სარეკლამო სააგენტოებისთვის და სხვა შემსრულებლებისთვის დავალების მიცემა და შესრულების კონტროლი;
** სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა, სარეკლამო მასალების დამზადების უზრუნველსაყოფად;
** მარკეტინგული ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, კონტროლი, რეპორტინგი;
** კომპანიის ვებ-გვერდების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მარკეტინგული დოკუმენტაციის მომზადება/ შენახვა/ ჩარიცხვების კონტროლი;
** ხელმძღვანელის მიერ საქმიანობასთან დაკისრებული სხვა მოვალეობის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ მარკეტინგის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე http://www.grea.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია