დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Citrus.ge
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
"Citrus.ge"- ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. Citrus.ge - ზე ხელმისაწვდომია 40 000 - ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.
კომპანია "ციტრუსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტაბილური სამუშაო მზარდ კომპანიაში;
** თანამშრომლის განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
** სამუშაო გარემო, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა
რისი კეთება მოგიწევს:
** საწყობის ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება და მონიტორინგი;
** საწყობის გუნდის მართვა, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა;
** ERP/WMS სისტემაში მარაგების განახლება და პროცესების მართვა, მარაგების კონტროლი - პროდუქტების მიღება, შენახვა და გადაცემა
** შეკვეთების მართვა და დროული მიწოდების უზრუნველყოფა შოურუმისთვის და დელივერიისთვის;
** E-commerce და შოურუმის შეკვეთების მიღება და დამუშავება, შეკვეთების შეფუთვისა და განაწილების უზრუნველყფა;
** შეკვეთების დოკუმენტაციის მართვა - რეპორტინგი, შეკვეთების გადაცემა საკურიერო სერვისისთვის;
** ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და შესრულება (კვარტალური ან ყოველთვიური)
რისი ცოდნა დაგჭირდება:
** საწყობის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ERP/WMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ლოჯისტიკისა და მარაგების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
საჭირო უნარები:
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი
** მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ლილო, გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორია.
** სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:15 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათი 10:15 საათიდან 18 საათამდე, დასვენების დღე - კვირა
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: join@crocoshop.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "საწყობის მენეჯერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - https://www.citrus.ge/
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. ანიჭებთ შპს ციტრუსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
"ციტრუსი" კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|