დასახელება:
რეანიმაციის ექთანი
|
მომწოდებელი:
თბილისის გულის ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
დასახელება: რეანიმაციის ექთანი/ექთნის თანაშემწე
მომწოდებელი: შპს "თბილისის გულის ცენტრი"
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
შპს "თბილისის გულის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეანიმაციის (კარდიოქირურგია) ექთნის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #83/11.
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო დოკუმენტაციის წარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან ცნობა კურსის დასრულების შესახებ;
** უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა სემესტრის მითითებით.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tbhc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება. ჩვენი მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "თბილისის გულის ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|