Робота для біженців з України
ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტის პოზიციაზე.

პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა და მოთხოვნები:

** შესაბამის სპეციალობაში -"ლაბორატორიული მედიცინა" სახელმწიფო სერტიფიკატი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** ავტომატურ ანალიზატორებთან მუშაობის უნარი;
** მიკროსკოპთან მუშაობის უნარი;
** ბიო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** საავადმყოფოში არსებული შიდა და გარე კონტროლის წესების ცოდნა და დაცვა;
** მედიცინის ზოგადი საფუძვლების ცოდნა;
** ანალიზის შედეგების კლინიკური ინტერპრეტაცია;
** სტატისტიკური ანალიზის მინიმალური უნარები;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პაციენტზე ორიენტირებულობა;
** საავადმყოფოში ვიზიტორებთან კომუნიკაციის კარგი უნარი;
** კომპანიისადმი ლოიალური დამოკიდებულება;
** თავაზიანობა;
** მოწესრიგებულობა - მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაცია - აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით, პროფესიული მიმოწერის წარმოება;
** სუბორდინაცია;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** სხვა განყოფილების პერსონალთან კარგი კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე