Робота для біженців з України
ონკოგინეკოლოგის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონკოგინეკოლოგის ასისტენტი
მომწოდებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

"კავკასიის მედიცინის ცენტრში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: ონკოგინეკოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 დღე;

ძირითადი მოვალეობები:

** ექიმის დახმარება კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევაში, როგორც სტაციონარულ ასევე ამბულატორიულ პაციენტებთან;
** პაციენტების დახმარება ექიმის მითითებების შესაბამისად;
** ელექტრონული ჩანაწერების წარმოება და პროგრამული მუშაობა;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მედიცინის ან სხვა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული; რეზიდენტი
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: careers@cmchospital.ge. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე