დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ახალი ხედვა
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 10:00 - 19:00 სთ
გთავაზობთ: გასაყიდი პროდუქციის ადგილზევე შესწავლას და ანაზღაურებად სტაჟირებას
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი ცოდნა;
** მომხმარებელთან თანხობრივი ანგარიშსწორება ნაღდი და უნაღდო სისტემით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება სამედიცინო განხრით;
** სასურველია უცხო ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებული.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მოლარე-კონსულტანტი).
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|