დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Communal Hospitality
|
გამოქვეყნდა: 18 აპრილი
/ ბოლო ვადა: 18 მაისი
|
"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.
"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.
"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.
"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომლების მოძიება, შერჩევა და რეკრუტინგის სრული პროცესის მართვა;
** თანამშრომელთა ტრენინგის და პროფესიული განვითარების ორგანიზება;
** შრომითი ურთიერთობების მართვა და სამართლებრივი საკითხების სწორად რეგულირება;
** შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვა;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემების დანერგვა და გამართვა;
** თანამშრომელთა მოტივაციის კონტროლი და მართვა;
** შრომის კოდექსთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** HR დოკუმენტაციისა და ბაზების სწორი წარმოება (ხელშეკრულებები, განაცხადები, საინფორმაციო ფურცლები და სხვა);
** სტაფინგის დაგეგმვა სეზონურობის და დატვირთულობის მიხედვით;
** მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიული HR გადაწყვეტილებების მისაღებად;
მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება HR სფეროში, უპირატესობა მიენიჭება ჰოსფითალითი სექტორში მუშაობის გამოცდილებას;
** საქართველოს შრომის კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
** მაღალ დონეზე განვითარებული კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები;
** ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
** გუნდზე ორიენტირებული მიდგომა და თანამშრომლებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარების უნარი;
** კომპიუტერული უნარები (MS Office, HR პროგრამული უზრუნველყოფა - სასურველია);
პიროვნული თვისებები:
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@communalcompany.com.
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|