დასახელება:
სამედიცინო ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
არდი დაზღვევა
|
გამოქვეყნდა: 17 აპრილი
/ ბოლო ვადა: 17 მაისი
|
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1
სამუშაო განრიგი თვეში 2 კვირა 5 სამუშაო დღე, თვეში 2 კვირა 6 სამუშაო დღე;
ცვლები - კვირის დღეებში - 09:00-15:00; 10:00-16:00; 15:00-21:00, შაბათი-კვირა 09:00-15:00; 10:00-16:00 11:00-17:00; 15:00-21:00;
არ არის ფიქსირებული, მხოლოდ რომელიმე ერთი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
** კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
** ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში რეგისტრაცია;
** ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა, დაზღვეულის კლინიკაში გადამისამართება:
** სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
** დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.
განათლება:
** სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება ან მისი მომიჯნავე სფერო
** სასურველია სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური - Intermediate
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "სამედიცინო ქოლცენტრის ოპერატორი"
ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|