Робота для біженців з України
ფსიქოლოგი - სიღნაღი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: სახელმწიფო ზრუნვ. და ტრეფიკინგ. მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს" სტრუქტურული ერთეულის:

1. სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) ფსიქოლოგი.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ანაზღაურება: სიღნაღი - 1650 ლარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფსიქოლოგიაში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;
** სასურველია ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება;

სხვა უნარ-ჩვევები:

** წერითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომპიუტერის - საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქციები:

** ახორციელებს ბენეფიციართა ემოციური, ქცევითი, კოგნიტიური და სოციალური პრობლემების იდენტიფიკაციას, აკეთებს შეფასებას და ახორციელებს პრობლემების ანალიზს;
** ახორციელებს ბენეფიციართა ფსიქოლოგიურ დიაგნოსტირებას სააგენტოს სტანდარტების შესაბამისი ინსტრუმენტებით;
** ეყრდნობა სააგენტოს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხედვას და შესაბამისად ბენეფიციართან გეგმავს ჩარევის სტრატეგიას;
** შეხვედრის შინაარსის დოკუმენტირებას აწარმოებს მის სამუშაო სივრცეში შეხვედრის ან სესიის დასრულების შემდეგ. მონაცემები აღიწერება "ფსიქოლოგის ჩანაწერის ფორმაში";
** აგროვებს ინფორმაციას, აწარმოებს ჩანაწერებს, ატარებს ინტერვენციულ სამუშაოებს ბენეფიციარის ემოციური, ქცევითი, კოგნიტიური და სოციალური პრობლემების დასაძლევად;
** ეხმარება ბენეფიციარებს სოციალურ ადაპტაციასა და ინტეგრაციაში;
** სისტემატურად უწევს კონსულტაციას და აძლევს რეკომენდაციას დაწესებულების თანამშრომლებს ბენეფიციარების საჭიროებებიდან გამომდინარე;
** ახდენს წერის, კითხვის, კომუნიკაციური ინტერპერსონალური და სხვა უნარების შეფასებას ბენეფიციარის ასაკის შესაბამისად;
** ახორციელებს ბენეფიციარებთან ინდივიდუალურ მუშაობას (ადრეული ჩარევა, პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება, ფსიქოლოგიური კონსულტირება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში - ფსიქოტიური მკურნალობა/ფსიქოთერაპია);
** მონაწილეობას იღებს შემთხვევის მართვის გეგმის შემუშავება-განხორციელების პროცესში და საქმის წარმოებაში;
** საჭიროებიდან გამომდინარე, ახდენს ბენეფიციარის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართებას, დიაგნოზის დადგენის, დამატებითი სამკურნალო ღონისძიებების გატარების მიზნით და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს ბენეფიციართა თვითმოვლის პროცესში დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე და შესაფერისი უნარ-ჩვევების განვითარებაზე;
** აწყობს ინდივიდუალურ/ჯგუფურ შეხვედრებს (თერაპია) ბენეფიციარებთან, საჭიროების შემთხვევაში - თანამშრომლებთან;
** საჭიროებიდან გამომდინარე, აწყობს ჯგუფურ შეხვედრებს წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის მიზნით;
** საჭიროებიდან გამომდინარე, დახმარებას უწევს თავშესაფრის თანამშრომლებს პროფესიული გადაწვის პროფილაქტიკის მიზნით;
** მუშაობს თანამშრომლებთან და ბენეფიციარებთან სტერეოტიპული დამოკიდებულებისა და დისკრიმინაციის (არსებობის შემთხვევაში) აღმოსაფხვრელად ასაკობრივი, რელიგიური, ეთნიკური, სოციალური, სექსუალური, გენდერული და სხვა ნიშნით.

2. ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი) ფსიქოლოგი.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
ანაზღაურება: 1760 ლარი

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები.
** ანალიტიკური უნარი;
** ბავშვებთან და ზრდასრულებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
** კომპიუტერის - საოფისე პროგრამების ცოდნა;

ფუნქციები:

** ახორციელებს ბენეფიციართა ემოციური, ქცევითი, კოგნიტიური და სოციალური პრობლემების იდენტიფიკაციას, აკეთებს შეფასებას და ახორციელებს პრობლემების ანალიზს;
** ახორციელებს ბენეფიციართა ფსიქოლოგიურ დიაგნოსტირებას სააგენტოს სტანდარტების შესაბამისი ინსტრუმენტებით;
** ეყრდნობა სააგენტოს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხედვას და შესაბამისად ბენეფიციართან გეგმავს ჩარევის სტრატეგიას;
** შეხვედრის შინაარსის დოკუმენტირებას აწარმოებს მის სამუშაო სივრცეში შეხვედრის ან სესიის დასრულების შემდეგ. მონაცემები აღიწერება "ფსიქოლოგის ჩანაწერის ფორმაში";
** აგროვებს ინფორმაციას, აწარმოებს ჩანაწერებს, ატარებს ინტერვენციულ სამუშაოებს ბენეფიციარის ემოციური, ქცევითი, კოგნიტიური და სოციალური პრობლემების დასაძლევად;
** ეხმარება ბენეფიციარებს სოციალურ ადაპტაციასა და ინტეგრაციაში;
** სისტემატურად უწევს კონსულტაციას და აძლევს რეკომენდაციას დაწესებულების თანამშრომლებს ბენეფიციარების საჭიროებებიდან გამომდინარე;
** ახდენს წერის, კითხვის, კომუნიკაციური ინტერპერსონალური და სხვა უნარების შეფასებას ბენეფიციარის ასაკის შესაბამისად;
** ახორციელებს ბენეფიციარებთან ინდივიდუალურ მუშაობას (ადრეული ჩარევა, პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება, ფსიქოლოგიური კონსულტირება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში - ფსიქოტიური მკურნალობა/ფსიქოთერაპია);
** მონაწილეობას იღებს შემთხვევის მართვის გეგმის შემუშავება-განხორციელების პროცესში და საქმის წარმოებაში;
** საჭიროებიდან გამომდინარე, ახდენს ბენეფიციარის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართებას, დიაგნოზის დადგენის, დამატებითი სამკურნალო ღონისძიებების გატარების მიზნით და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს ბენეფიციართა თვითმოვლის პროცესში დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე და შესაფერისი უნარ-ჩვევების განვითარებაზე;
** აწყობს ინდივიდუალურ/ჯგუფურ შეხვედრებს (თერაპია) ბენეფიციარებთან, საჭიროების შემთხვევაში - თანამშრომლებთან;
** საჭიროებიდან გამომდინარე, აწყობს ჯგუფურ შეხვედრებს წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის მიზნით;
** საჭიროებიდან გამომდინარე, დახმარებას უწევს თავშესაფრის თანამშრომლებს პროფესიული გადაწვის პროფილაქტიკის მიზნით;
** მუშაობს თანამშრომლებთან და ბენეფიციარებთან სტერეოტიპული დამოკიდებულებისა და დისკრიმინაციის (არსებობის შემთხვევაში) აღმოსაფხვრელად ასაკობრივი, რელიგიური, ეთნიკური, სოციალური, სექსუალური, გენდერული და სხვა ნიშნით.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე samdivno-agency@moh.gov.ge.

საკონტაქტო ტელ.ნომერი (+99532) 2 19 22 32
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე