დასახელება:
მასაჟის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Magnika
|
გამოქვეყნდა: 17 აპრილი
/ ბოლო ვადა: 17 მაისი
|
სასტუმრო შეკვეთილში "Magnika Resort" აცხადებს ვაკანსიას მასაჟის სპეციალისტის პოზიციაზე.
Magnika Resort არის უნიკალური კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ბუნებასა და თანამედროვე გარემოს.
სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
სეზონური ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით;
გრაფიკი: 5/2
ანაზღაურება: 1500 ლარი (net)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია სერტიფიკატი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
მოვალეობები:
** სტუმრებისთვის სხვადასხვა სარელაქსაციო, სარეაბილიტაციო და სპა პროცედურების შეთავაზება/ჩატარება.
** გამოიყურებოდეს მოწერიგებულად და უზრუველყოს, სუფთა სამუშო გარემო, ჰიგიენური სტანდარტების დაცვით;
**დააზუსტოს ინფორმაცია სტუმრის ალერგიულობაზე ;
** აკონტროლოს და რაციონალურად გამოიყენოს მასაჟისთვის გამოყოფილი პროდუქცია;
** იყოს ზრდილობიანი და კეთილგანწყობილი სტუმრების მიმართ.
კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge 2025 წლის 17 მაისამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|