დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
იბერი+
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
ფარმაცევტული კომპანია "იბერი +" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს მასშტაბით (თბილისი/აჭარა/სამეგრელო/მარნეული/რუსთავი).
სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან;
** კომპანიის ექსკლუზიური მედიკამენტების შესახებ სამედიცინო ინფორმაციის წარდგენა;
** პროდუქციის შესახებ პრეზენტაციის მომზადება/წარდგენა/შეთავაზება სამიზნე აუდიტორიისთვის (ექიმები/ფარმაცევტები);
** გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი;
** შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური რაპორტინგი;
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელება.
აუცილებელი უნარები:
** გამართული კომუნიკაციის/გადმოცემის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** სწორი და შედეგიანი მოლაპარაკების წარმოების უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** პრეზენტაბელურობა
** ენერგიულობა
** შრომისმოყვარეობა
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება: მედიცინის, ან ფარმაცევტული ფაკულტეტი;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
მარნეულის კადრისთვის სასურველია აზერბაიჯანული ენის ცოდნა (დავასაქმებთ ადგილობრივ მცხოვრებსაც, განვიხილავთ სხვადასხვა მედ. პერსონალს);
** კომპიუტერის ცოდნა (საოფისე პროგრამები);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
სამუშაო პირობები:
** სრული სამუშაო განაკვეთი: 8 საათი, კვირაში 5 სამუშაო დღე
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
** შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე: hr@iberiplus.ge და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|