დასახელება:
აგროვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გორგია
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 14 მაისი
|
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას აგროვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
მე, საბინა ფირცხალაიშვილი, ვმუშაობ გორგიაში 9 წლის განმავლობაში, ამჟამად ვარ ელ.კომერციის ლოგისტიკის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ვაცხადებ ვაკანსიას აგროვების მენეჯერის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს შევთავაზებ გუნდურ მუშაობას მეგობრულ კოლექტივში, სადაც შესაძლებლობა ექნება განავითაროს უნარები ადამიანებთან ურთიერთობაში, კარგად შეისწავლოს პროდუქცია, დაეuფლოს 1C პროგრამას და გამოამჟღავნოს წინსვლის სურვილი.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლის ფასდაკლება;
** კვებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაწერილი რეალიზაციით გათვალისწინებული პროდუქციის აგროვებაში მონაწილეობა და პროცესის მაქსიმალურად სწრაფად წარმართვის უზრუნველყოფა;
** ნივთების გადამოწმებაში, გადაადგილებული პროდუქციის ნაშთზე აღებაში ან/და გაგზავნაში მონაწილეობა და პროცესის სტანდარტით დადგენილ ვადებში წარმართვის კონტროლი;
** გაყიდვებისა და მხარდაჭერის გუნდის მიმართვის შემთხვევაში ნაშთების გადამოწმება და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** გასაგზავნი გადაადგილებების სიის მიწოდება შესაბამისი სექციებისთვის, აგროვებისა და სტანდარტით გათვალისწინებულ ვადებში გაგზავნის კონტროლი;
** ელ. კომერციის მხარდაჭერის გუნდის მიერ, შეკვეთის საფუძველზე გაკეთებული გადაადგილების სტანდარტით გათვალისწინებულ ვადებში ნაშთზე ასახვის კონტროლი;
** ხელმძღვანელის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი რეპორტების მომზადება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
** გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
** შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/PSegKRRwtu7MVuCc6
** მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
** შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|