Робота для біженців з України
B2B მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერი
მომწოდებელი: კავკასიის ავტოიმპორტი
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / ბოლო ვადა: 11 მაისი
"კავკასიის ავტოიმპორტი", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს `კავკასიის ავტოიმპორტი` საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია.

ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ.

ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.

"კავკასიის ავტოიმპორტში" B2B მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერს ვეძებთ, რომელიც:

** მართავს B2B მომხმარებელთან ურთიერთობის სრულ ციკლს
** ზრუნავს B2B მომხმარებლის შეკვეთებზე და პროაქტიულად უმარტივებს რთულ ტრანზაქციებს
** აქვს B2B მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია
** აანალიზებს და მართავს B2B მომხმარებელთა მონაცემებს.

თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:

** გიყვართ ადამიანები და კომუნიკაცია
** გაქვთ ანალიტიკის კარგი უნარი
** იცით ექსელი და სხვა რომელიმე უცხო ენა,

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: https://caucasusauto.bamboohr.com/careers/108

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა.

გელოდებით!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე