დასახელება:
ბავშვთა ფიზიკური თერაპევტი
|
მომწოდებელი:
ბავშვი და გარემო
|
გამოქვეყნდა: 11 აპრილი
/ ბოლო ვადა: 11 მაისი
|
ა (ა)იპ "ბავშვი და გარემო" აცხადებს ვაკანსიას თბილისში ბავშვთა ფიზიოთერაპიის ცენტრში ბავშვთა ფიზიკური თერაპევტის თანამდებობაზე.
დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართონ 2025 წლის 11 აპრილიდან 11 მაისამდე მისამართზე: phikria.kolbaia@yahoo.com და წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტები:
1. განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და სერტიფიკატის ასლი;
2. შრომითი ბიოგრაფია CV-ს ფორმატში;
3. პირადობის მოწმობის ასლი;
4. ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ;
5. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.
სამუშაოს აღწერა:
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სპეციალისტი ხელმძღვანელობს ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ცენტრის შინაგანაწესით, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების მინიმალური სტანდარტით, საქართველოს ექიმის ეთიკის კოდექსით.
ძირითადი საქმიანობა
** სამკურნალო ფიზკულტურის ჩატარება
** ფიზიკური თერაპევტი მართავს ფიზიკურ დისფუნქციას თერაპიული ვარჯიშების, კუნთთა ტრენინგისა და დამხმარე საშუალებების გამოყენებით - ფუნქციის ოპტიმიზაციის, განვითარების, მობილურობის, სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობისთვის;
** ფიზიკური თერაპიის პროგრამის უპირველესი მიზანია დაზიანების შედეგების მინიმიზაცია და ფუნქციის ოპტიმიზაცია;
** ფიზიკური თერაპევტი აძლევს მშობლებს რჩევებს ფუნქციურ მობილობასთან დაკავშირებულ დამხმარე საშუალებებთან მიმართებით
** ცენტრის შინაგანაწესით განსაზღვრული წესების და ინსტრუქციების შესრულება
სამუშაო დროის ხანგრძლივობა: ინდივიდუალური განრიგისა და სეანსების მიხედვით, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა 09.00-დან 18.00-მდე.
|
|
|
|