დასახელება:
სამშენებლო ხარისხის კონტროლის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ადლი
|
გამოქვეყნდა: 10 აპრილი
/ ბოლო ვადა: 10 მაისი
|
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟ /დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.
ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:
** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off-ს;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე.
სამშენებლო კომპანია "ადლი"-ში ვეძებთ გუნდის წევრს სამშენებლო ხარისხის კონტროლის მენეჯერის თანამდებობაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტის/პროექტის შეფასება და ხარისხის გეგმის მომზადება;
** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მონიტორინგი;
** სამუშაო მეთოდოლოგიის მომზადებაში ჩართულობა (კომპეტენციის ფარგლებში) და მეთოდოლოგიის მიხედვით ხარისხის პროცედურების უზრუნველყოფა;
** ობიექტების ზედამხედველობა და სამშენებლო კუთხით ხარისხის კონტროლი;
** ბეტონისა და ინერტული მასალების ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება კონსტრუქციულ და არქიტექტურულ პროექტებთან (ნახაზებთან);
** სამშენებლო მასალის განთავსების/მოწყობის და სხვა შიდა ნახაზების შესაბამისობის შემოწმება პერიოდულად;
** სამშენებლო ნახაზის მოცულობრივი მაჩვენებლის (კუბატურა, კვადრატულობა) შედარება ობიექტის ფაქტობრივ შესრულებასთან;
** გეგმა-გრაფიკების დაცვის მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება;
** სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი;
** სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების იდენტიფიცირება;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** ლაბორატორიულ კვლევებში შედეგების ზედამხედველობა;
** სამშენებლო ობიექტებზე საჭირო დოკუმენტაციის დროული წარმოება; შენახვა; შეგროვება;
** საჭიროების მიხედვით, საპროექტო ცვლილების ინიცირება;
** ყოველკვირეული ხარისხის კონტროლის ანგარიშგების მომზადება;
** ყოველკვირეული სამუშაო გეგმის უშალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება/შეთანხმება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; (სავალდებულოა)
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით;
** პროგრამების ცოდნა (Microsoft Suit, Archicad, Autocad სამომხმარებლო დონეზე ცოდნა);
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული);
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** სამშენებლო ობიექტის მართვის ცოდნა და უნარი;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამშენებლო ხარისხის კონტროლის მენეჯერი".
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 10 მაისი, 2025 წ.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.adli.ge
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამშენებლო კომპანია "ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|