დასახელება:
პრობლემური სესხების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პრობლემური აქტივების სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 10 აპრილი
/ ბოლო ვადა: 10 მაისი
|
"პრობლემური აქტივების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხის მენეჯერის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში
სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. (წარჩინებულ თანამშრომლებზე გათვალისწინებულია დამატებითი წამახალისებელი ბონუსები)
სამუშაოს აღწერილობა:
** პრობლემური აქტივების მართვა;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი (არასრული) განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სასურველია პრობლემური სასესხო აქტივების მართვის გამოცდილება
აუცილებელი უნარები:
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია;
** პრინციპულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ cv ელფოსტაზე: hr@pas.ge
გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ სამსახურის სასურველი რეგიონი.
|
|
|
|