დასახელება:
რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
კლინიკა მედფემი
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
კლინიკა "მედფემი"- არის ევროპული სტანდარტით შექმნილი მრავალპროფილური ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით.
კლინიკა "მედფემი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე (ქ. ბათუმი. ნ. ფიროსმანის ქუჩა #18 C).
სამუშაო გრაფიკი: სრული;
სამუშაო საათები: 09:00-17:00 საათი;
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი);
ანაზღაურება: 800 ლარი.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
** ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება;
** პაციენტის ბარათის შევსება ყველა საჭირო ინფორმაციის მიხედვით;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** გახსნილი ბარათების რეგისტრაციის არქივში დაარქივება და საჭიროების შემთხვევაში მათი პაციენტისთვის მოძიება;
** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
** მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლიანი;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლიანი;
** ენერგიული.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: ltd.medfem@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577576001
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
სამედიცინო კლინიკა "მედფემი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას.
|
|
|
|