დასახელება:
უფროსი მზარეული/მზარეული
|
მომწოდებელი:
მესერ+
|
გამოქვეყნდა: 05 აპრილი
/ ბოლო ვადა: 05 მაისი
|
კომპანია "მესერ+" აცხადებს აქტიურ ვაკანსიას უფროსი მცხობლის ან მცხობლის პოზიციაზე.
"მესერ+" არის კომპანია, რომელიც უკვე 8 წელია უზრუნველყოფს რაგბის ეროვნული ნაკრების კვებას შევარდენის სარაგბო ბაზაზე, ასევე უზრუნველყოფს ქეიტერითერინგ მომსახურებით დამკვეთებს.
შემდეგი სამუშაო პირობებით:
** სამუშაო ადგილი: შევარდენის სარაგბო ბაზა. გაბრიელ სალოსის 112.
** სამუშაო დრო: 07:00-21:00 დასვენება 1 დღე (მცოცავი გრაფიკი)
** ანაზღაურება უფროსი მცხობლის: 1600 დან 1800 ლარამდე (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
** ანაზღაურება მცხობლის: 1200-დან 1400 ლარამდე (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს კვებით.
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის ნაწილობრივი დაფინანსებით.
** აუცილებელია გამოცდილება !!!
პოზიციის აღწერა:
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** შეთანხმებული ინგრედიენტებით მოამზადოს ცომი სხვადასხვა სახის პურ-ფუნთუშეულის გამოსაცხობად;
** მოამზადოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
** დაიცვას ტექნოლოგიური სტანდარტები ცხობის პროცესში;
** მონაწილეობა მიიღოს რეცეპტების განახლებასა და გაუმჯობესების პროცესში;
** შეამოწმოს ცომეულის ხარისხი, პორციის რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე;
** მუდმივად აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა;
** ჩაერთოს HACCP-ის სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;
** მონაწილეობა მიიღოს ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: santita79@hotmail.com ან დაგვიკავშირდით: 511102011
|
|
|
|